გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
„ევროპის თავისუფლების კავშირი დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. სწორედ ამიტომ თბილისში ხალხი ქუჩაში გადის. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს ევროპის მიერ შეთავაზებული ისტორიული შესაძლებლობა ისეთი კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, - წერს ანალენა ბერბოკი.
Europas Freiheitsunion ist auf Rechtsstaatlichkeit gebaut. Genau dafür gehen die Menschen in #Tiflis auf die Straße. Es ist an #Georgien|s Regierung, die historische Chance, die #Europa bietet, zu ergreifen, statt Gesetze auf den Weg zu bringen, die Europas Werten entgegenstehen.
— Außenministerin Annalena Baerbock (@ABaerbock) May 14, 2024