ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ნაციონალური მოძრაობა“ საქმიანობას წყვეტს როგორც პარლამენტში, ისე სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის საკრებულოებში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს როგორც საპარლამენტო, ასევე 500- მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში წყვეტს საქმიანობას. დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებაში. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გადის თითოეული ქართველის მხარზე“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებაში.

„უნდა გესმოდეთ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ასევე, მე მინდა გითხრათ და გადმოგცეთ მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებიც ცხადია იქნებიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.