თუკი ეს კანონი დარჩება ისეთი, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა აშშ-ს მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარესა და მოგზაურობას კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე და ასევე მათი ოჯახების მიმართ“, - აღნიშნა ბლინკენის თანაშემწემ.