ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი ქოჩორაშვილი: არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა - არა ძალადობას, არა რუსეთს!

დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი Instagram-ზე წერს.

როგორც სპორტსმენი აცხადებს, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა.

„თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება, მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არც ერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!", - წერს ქოჩორაშვილი.