პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების ნაწილი გმირთა მოედნისკენ მიემართება.
პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეიტყვეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
მანამდე გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ მოქალაქეები ძალის გამოყენებით დააკავა.
დაკავებულია 10-მდე ადამიანია, რომლებზეც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა.