ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, გვინდა, ქვეყანას ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, მათ არ სურთ საქართველოს რუსიფიკაცია.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები“- განაცხადა მან.

მისივე თქმით, აქციაზე ის ნამდვილ ევროპელებს შეხვდა, რომლებიც იცავენ იმ ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

„მე აქ ნამდვილ ევროპელებს შევხვდი და მჯერა ახალგაზრდა თაობის ძალის. ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ჩვენი მოვალეობაცაა ამ ღირებულებების დაცვა და გარეთ მყოფი ყველა ამ ადამიანის მხარდაჭერა. ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები და ახლა შემდეგი ნაბიჯია რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი“,- დასძინა მან.

„აგენტების კანონი“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, რის შემდეგაც საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური ხასიათის გახდა.