თეთრი სახლის პრესმდივანის, კარინ ჟან-პიერის განაცხადებით, ისინი ღრმად შეშფოთებული არიან საქართველოს კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება, აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობის გადაფასებას აიძულებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი პოტენციური ვეტოს გადალახვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. ნუ დავივიწყებთ ნატო-საც. ქართველი ხალხი აფიქსირებს თავის შეხედულებებს ამ კანონმდებლობის შესახებ, აპროტესტებს ქუჩებში, როგორც თქვენ ყველამ გაავრცელეთ ამ შაბათ-კვირას. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სადაც ათიათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ვერ აფერხებს დაშინების ტაქტიკა და ისინი ეუბნებიან მთავრობას, უარი თქვან ამ კანონმდებლობის მიღებაზე, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ ის თუ ამ კანონმდებლობას მიიღებს, გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
ქართულმა ოცნებამ „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით დაამტკიცა.