ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გავრცელებული ინფორმაციით, სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და ჩხრეკას ატარებს

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, პოლიციას კომპანიის თანამშრომლებისთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ.

თანამშრომლები ასევე ამბობენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.