ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, დღეს ნამდვილად დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული.
ამის შესახებ მან საქართველოში ჩამოსული 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვერ მოგვატყუებს რიტორიკა, რაც ამ კანონის გარშემოა და ველოდებით პრეზიდენტის ვეტოს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალეობასთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასეთი სახითაა წარმოდგენილი. ნათელი არ არის კოლეგებისთვის.
ჩვენ ნამდვილად დავრწმუნდით დღეს, რომ ეს კანონი არასამთავრობოების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც ხმას იმაღლებენ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს კანონი შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ გააჩუმონ ეს ინსტიტუები. ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ევროკავშირი უწევს მხარს", - განაცხადა მან.