საქართველოში ჩამოსული 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზეც ჰკითხეს, რაზედაც მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
„ნამდვილად საშინელი რეალობაა, ჩვენ ვნახეთ ეს სურათები. ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ, არა მხოლოდ შეშფოთება გამოვხატეთ, ჩვენ გვინდა ამის საპასუხო ქმედება განხორციელდეს, პასუხი აგონ დამნაშავეებმა. დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველთვის აკისრია პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ის აკონტროლებს სამხედრო უწყებას, პოლიციას და ა.შ. და როცა ვხედავთ, რომ ადამიანს გამოათრევენ, ურტყამენ და თვეები უნდა გაატაროს საავადმყოფოში, ეს ყოველთვის არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და ერთი აქცენტი არ გავუშვათ მხედველობიდან, ეს არის მომავალი არჩევნები საქართველოში. დაშინება ოპოზიციისა, არასამთავრობოების და კანონმა, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები შემოდგომაზე", - ამბობს ის.