ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალაძემ ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლას მტრობა უწოდა

ეს არის პირდაპირი მტრობა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა 4 ქვეყნის - ლიეტუვის, ლატვიის, ისლანდიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლა.

„გარედან არის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითი არის თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში“, - თქვა კახა კალაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში.