საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს.
სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში
მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.