ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრის მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ ბორდერიზაციის ფაქტები იქნება.

წინა შეხვედრიდან დღემდე გატაცების 9 და ბორდერიზაციის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი შვიდი თანამოქალაქე. მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის მთავარი თემა. ერთადერთი, რასაც შეუძლია განმუხტოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს გახლავთ ნულოვანი დაკავების პოლიტიკის ინიციატივა, რაც ჩვენგან არის შეთავაზებული.

ამასთან, მოვიკითხავთ, რა ეტაპზეა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე. დაიწყო თუ არა სამართლებრივი პროცესი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ.

ავტორი: ანა ბაქრაძე