ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სუსის ინფორმაციით, აფხაზეთში 18 მოქალაქის დაკავება არ დასტურდება

სუსის ინფორმაციით, აფხაზეთში 18 მოქალაქის დაკავება ევროკავშირის ცხელი ხაზით ამ დროისთვის არ დადასტურდა.

„ვრცელდება სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემები. ჩვენს მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ამ ეტაპზე მათ არ დაადასტურეს დაკავების ფაქტი. ცხელი ხაზი გააქტიურდება ისევ დღის განმავლობაში და სხვა საშუალებებითაც გადამოწმდება“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ე.წ მილიციამ 18 ადგილობრივი მას შემდეგ გადაიყვანა გამოკითხვაზე, რაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებიდან დაბრუნდნენ.

ავტორი: ანა ბაქრაძე