რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ვლადიმერ პუტინი პეკინში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და მის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია მოეწყო.
პუტინი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.