პარლამენტის წინ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილ მოქალაქეებს სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებმაც ფილარმონიიდან მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე, შემდეგ კი პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
აქციის მონაწილეებს საპროტესტო ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მომარჯვებული.