„მშობლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნამდე მივიდნენ და იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.
მარჯანიშვილის მოედანზე მისულმა მოქალაქეებმა გზაც გადაკეტეს და ევროპის მოედანზე მსვლელობით გადანაცვლებას გეგმავენ.
რამდენიმე მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ, საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და „აგენტების კანონს“ კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.