ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლანდსბერგისი: „აგენტების კანონის“ მთელი ლოგიკა სახიფათო ბილიკია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებამდე მიყვანა შეუძლია

მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს, თუ უკუვაგდებთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს აჯამებს.

როგორც ის ვარაუდობს, კანონი, ამოქმედების შემთხვევაში, განვითარდება ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

„არადემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის შესწორება ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს მიღმაა. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი შესწორება უბრალოდ იმიტაცია იქნება, რომელიც მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის წარმოების შეზღუდვის დაწყების ინსტრუმენტებს დაუტოვებს.

ამოქმედების შემთხვევაში, კანონი დიდი ალბათობით, განვითარდება, როგორც ეს რუსეთში დავინახეთ. როდესაც კანონი არსებობს, მარტივია მისი ჩუმად შესწორება. კანონის მთელი ლოგიკა სახიფათო ბილიკია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებამდე მიყვანა შეუძლია...

ავტოკრატიის არჩევით, საქართველო ასევე განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს. ორ სკამზე ჯდომა არ შეგიძლია. არ შეიძლება ევროპისკენ გზაზე იყო, როდესაც ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.