ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ზურაბიშვილი: ვეტო სიმბოლური იქნება, მაგრამ ამას ხალხისთვის გავაკეთებ

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ძირეულად ცვლის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობს, რადგან ჩვენი ქვეყნის მეგობრებს საქართველოს წინააღმდეგ დივერსიებსა და რევოლუციურ სცენარებში სდებს ბრალს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში.

პრეზიდენტის მტკიცებით, აღნიშნული კანონის შეეხება სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანას დემოკრატიულ განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ჯანდაცვაში. რაც დაბრკოლებას უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ნაცვლად, ვკარგავთ დროს იმაზე, რაც ისედაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციით,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„არსებული სიტუაციის შეცვლა მხოლოდ არჩევნებზე მისული ხალხს შეეძლება,“ - ამბობს პრეზიდენტი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვეტო სიმბოლური იქნება, მაინც გამოიყენებს ამ უფლებას. „ჩემი ვეტო სიმბოლურია. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა მოხდება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.