მეუფე შიომ ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ წირვაზე ქადაგებისას, „აგენეტების კანონი“ მიღების გამო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება.
„ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალყურს იმ დაპირისპირებას, იმ დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღებას.
ამ კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, დიდი დაპირისპირება.
ამაზე გვპასუხობენ ჩვენ ასევე ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, აი, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება“, - თქვა ქადაგებისას მეუფე შიომ.