ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალაძე ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლაზე: ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა და პანღურებით გაყრიდა

ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან - ასე შეაფასა თბილისის მერმა 4 ქვეყნის - ლიეტუვის, ლატვიის, ისლანდიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლა.

კალაძის თქმით, ეს სამარცხვინო ფაქტია.

„შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე ჩავიდეს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ? ეს ძალიან შეურაცხმყოფელია.

ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან. ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერ გაბედოს ვერც ერთმა; ვერ გაბედოს ვერც ერთმა პოლიტიკოსმა, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე თითქოს უნდა დათმოს სუვერენიტეტი. ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.