ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არის და შესაძლოა, გადაიხედოს.
როგორც მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა და საქართველოს მთავრობასთან საუბარი აუცილებელია.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ მისწრაფებას. ევროკავშირმა ბევრი გააკეთა ამ კუთხით. გასული წლის ბოლოს ჩვენ მას მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს მთავრობა დაგვპირდა, რომ შეასრულებდა 9 ნაბიჯს. მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის რომ საქართველოს მთავრობას შემოაქვს კანონმდებლობა „უცხოური აგენტების შესახებ“ რაც სრულიად საპირისპირო გზაა. ეს არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.