პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „აგენტების კანონში“ შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, ის ფიზიკურ პირებს არ შეეხება, რადგან მასში საუბარია მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების დროს ფიზიკური პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს, თუ როდის გაჩნდა ეს ჩანაწერი კანონპროექტში, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს მეორე მოსმენისას მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უყურადღებობაში დაადანაშაულა.
როგორც იურისტები განმარტავენ, „აგენტების კანონის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა სუბიექტი, მათ შორის ფიზიკური პირები, 5000 ლარით დააჯარიმოს.