ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მოძრაობა „ჯიუტი“ კობახიძის შეთავაზებაზე უარს ამბობს - ეს სატყუარაა

მოძრაობა „ჯიუტი“ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მის შეთავაზებას, „აგენტების კანონის“ ირგვლივ საჯარო დისკუსიის შესახებ, უარით პასუხობს.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა "სატყუარაა".

„მოძრაობა ჯიუტი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ დისკუსიას უკვე მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონის გარშემო. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს. მოვუწოდებთ კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში. ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა: უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!", - წერია განცხადებაში.

კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ჩამცხრალი ემოციების ფონზე" მზადაა ახალგაზრდების 10-მდე წარმომადგენელთან „ჯანსაღი" დისკუსიები გამართოს.