ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე სერიოზული შეცდომა იქნება

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სერიოზული შეცდომა იქნება.

როგორც მან გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა, განსაკუთრებით ამის ფასს საქართველოში ახალგაზრდა ხალხი გადაიხდის.

„ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება დაუშვას, არის საქართველოს მთავრობასთან კანონში კონკრეტულ ცვლილებებზე მოლაპარაკებების წარმოება. ეს კანონის პრინციპულ დონეზე მიღების ნიშანი იქნება. ამის ნაცვლად, პოზიცია ნათელი უნდა იყოს: ეს კანონი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად გამოყენებული ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანების სტატუსს არანაირი წონა აღარ ექნება. ეს სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ სამაგალითო იყო, როდესაც საქმე ევროკავშირთან დაახლოებას ეხებოდა.

მაგრამ ასევე არ მჯერა მთავრობის კურსისთვის მოსახლეობის დასჯის. ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ სერიოზული შეცდომა იქნება. საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის. იმედი უნდა მივცეთ, რომ ევროპაში კარი ღია დარჩება თუ საქართველოს მთავრობა მის „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს ევროკავშირსა და რუსეთს შორის”, - განაცხადა როთმა.