ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მოსკოვში საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა განიხილეს

მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, „რათა რუბლიც და ლარიც გადახდის საშუალებები გახდეს და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდეს შუამავლების გარეშე.“

პადალკომ ისაუბრა სავაჭრო-ლოჯისტიკურ სფეროში „დიდ ამბიციებზეც“. საუბარია „საავტომობილო გადაზიდვების გაფართოებაზე“, მათ შორის შესაძლოა, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, ასევე „სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენაზე“.

ამავე შეხვედრაზე რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, იური ბალაშოვმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს 1,2 მილიონი ტურისტი ეწვია რუსეთიდან, რაც 10%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და საქართველოში ტურისტების მთლიანი რაოდენობის 23,2%-ს შეადგენს - „ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო 2023 წლის მაისში საქართველოსთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის დამყარებამ“, - აღნიშნა იური ბალაშოვმა.