ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნიგერი, მალი და ბურკინა ფასო კონფედერაციას ქმნიან

აფრიკული ქვეყნების სამეულმა - ნიგერმა, მალიმ და ბურკინა ფასომ, 18 მაისს ხსენებული სახელმწიფოების კონფედერაციული კავშირის დაარსების შესახებ გამოაცხადეს. ამის შესახებ DW წერს.

ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელშეკრულებას ხელი ნიგერში მოაწერეს, რომლის უმთავრესი ფორმულირებები უკვე ქვეყნების მეთაურთა სამიტზე შეთანხმდება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

სულ რამდენიმე კვირაა გასული, რაც ნიგერმა, მალიმ და ბურკინა ფასომ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ წყვეტენ ყოველგვარ სამხედრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან. სამხედრო ანალიტიკოსების მტკიცებით, სწორედ ეს წინაპირობა წაუყენა ხსენებულ ქვეყნებს რუსეთის ფედერაციამ და აფრიკული სახელმწიფოების მთავარი სამხედრო მოკავშირე სწორედ ის გახდება.