„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც უცხადებს. პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი „ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან” ყველანაირი სახის თანამშრომლობას წყვეტენ.
„ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ საკრებულოებში ყოველგვარ თანამშრომლობას, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან.
მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ ვხედავთ რომ როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონში მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს, დღეს ყველა ჩვენგანის ადგილი არის ამ ადამიანების გვერდით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადეს ბრიფინგზე ენმ-ს წევრებმა.
ავტორი: სულხან მესხიძე