ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტია „ახალის“ წარმომადგენელი ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტია „ახალის“ წარმომადგენელი ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

როგორც დეპუტატებმა ბრიფინგზე განაცხადეს, ხალხთან ერთად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ.

„გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომელსაც თავს ესხმის ხელისუფლება.
საქართველოს მოსახლეობის სურვილს რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენს მოქალაქეებს.

გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი.

სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, შეუძლებელია მათ ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება. ამ გადაწყვეტილებას უერთდება უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე.

მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ,” - განაცხადეს ბრიფინგზე დეპუტატებმა.

ავტორი: სულხან მესხიძე