ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მიუღებელია ის, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება. კერძოდ, დარბევები, ფიზიკური ანგარიშსწორებები, დაშინებები და ა.შ.
„საქართველოში ჩამოყალიბდა რუსული რეჟიმი ივანიშვილის პარტიის სახით, რომელიც ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ და შეუძლებელია ახლა რაღაც საკითხებზე ვიმსჯელოთ ქუთაისის საკრებულოში. ჩემი აზრით, ოპოზიციამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მკვეთრი ერთობლივი გეგმა შევიმუშაოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასასტუმრებლად, ნაკლები დანაკარგების გარეშე. ყველამ უნდა გადავდოთ ახლა პირადი წყენა იმისათვის, რომ ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს ჰქონდეს ფასი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ.
ავტორი: ანა ჭეიშვილი