ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს აცხადებს

პარტია ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო და დამოუკიდებელი დეპუტატები, მათ შორის თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ პირობებში პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია. 

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა.

კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა. დოკუმენტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაეგზავნება.