ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.

ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს 10 დღის ვადაში პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის. პრეზიდენტს კი ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ან ვეტო დაადოს მას.

კონსტიტუციით დადგენილი არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

დღეს პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს. სხდომა დასრულდა.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“.