ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრეზიდენტი “აგენტების კანონს” მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს ერთადერთი შენიშვნით უბრუნებს, სადაც წერია, რომ კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.


პრეზიდენტი შენიშვნებში განმარტავს, რომ კანონპროექტი დიდწილად იმეორებს წლების წინ რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას და ზუსტად მეორდება კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში საზოგადოების მიერ გამოხატული პროტესტის შემდეგ უკან გაიწვია.


პრეზიდენტის შეფასებით „აგენტების კანონი“ არაკონსტიტუციურია, კერძოდ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს და ცვლილებების შეტანით მისი გაუმჯობესება წარმოუდგენელია, რაკი კანონის შინაარსი და პრინციპებია მიუღებელი.

პრეზიდენტის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე უარის თქმა გარდა ის სხვა გზას ვერ ხედავს. „ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში, ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“, – ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის მიერ „აგენტების კანონზე“ დართულ შენიშვნებში.