შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებობენ „ენჯეოები“, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული.
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აქციების ორგანიზატორია.
„ეს კონკრეტული „ენჯეო“ თავად ქმნის დისკომფორტს, შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. თავად შექმნა პრობლემა და თავად წუწუნებს ამ პრობლემაზე. შემდეგ თავად ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები, დააყენა ანტისამთავრობო მიტინგზე და ტაში აკვრევინა ქართველ ხალხს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან. პირდაპირ ჩაერივნენ ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში. ეს ორგანიზაცია თავად იწვევს მღელვარებებს და პრობლემებს, შემდეგ მიდის და წუწუნებს, შემდეგ მოდის და ხელისუფლებას სდებს ბრალს. ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით. არც კი რცხვენიათ იმ „ენჯეოებს“, რომლებიც დარბიან და სანქციებს ითხოვენ საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.