ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კვიჟინაძე ოფშორების კანონზე: ბიძინა რა შუაშია, დაბრმავებული გაქვთ თვალები?

ბიძინა რა შუაშია, საერთოდ დაბრმავებული გაქვთ თვალები, ბიძინა რა შუაშია? კანონზე ვსაუბრობთ, - ასე მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს კომიტეტზე, სადაც ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო განიხილებოდა.

დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ოფშორების კანონი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აყენებს რეპუტაციულ ზიანს, არამედ, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ ქვეყანა "შავი ფულის გასარეცხ ადგილას" იქცეს.

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას თავად კანონზე არაფერი აქვს სათქმელი, დესტრუქციის შემოტანას ცდილობს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს. საკითხს საბოლოოდ კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო. მან პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.