ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დღეს „აგენტების კანონს“ მეთორმეტეკლასელები გააპროტესტებენ

დღეს მეთორმეტეკლასელები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ, მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდებიანდა „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.

სკოლის მოსწავლეთა შეკრება განათლების სამინისტროსთან იგეგმება, რის შემდეგაც ისინი რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

ახალგაზრდების განცხადებით, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მიღება უხეშად არღვევს კონსტიტუციას და საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ხელს უშლის.