ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„გაიფიცე საქართველოსთვის“ - 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება

ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, „აგენტების კანონის“  წინააღმდეგ, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი აქცია გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით",- წერია ინფორმაციაში.

აქცია იგეგმება დღესაც. 18:00 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ.

14 მაისს, მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა 18 მაისს ვეტო დაადო.