„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასა და მმართველი პარტიის წევრების შესაძლო სანქცირებას ეხმიანება.
მანჯგალაძის შეფასებით, კანონზე ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნების" ლუსტრაცია იქნება.
„თქვენ ხართ ფარისევლები და თაღლითები და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და მეორე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ არა ევროპასა და ამერიკას. ეს კი თქვენი ყველაზე დიდი რუსული საქმე და ლუსტრაცია იქნება", - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.