ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეთიუ მილერი: FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოში წარდგენილი კანონი „უცხოელი აგენტების" შესახებ მკვეთრად განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

მისი განმარტებით, განსხვავება კანონების არსშია.

„თუ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, ნახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ასრულებს ჰუმანიტარულ სამუშაოს ან სამოქალაქო საქმიანობას ეწევა. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. მსგავსი ცრუ შედარებები წარსულშიც მინახავს.

როდესაც შეხედავთ საქართველოში წარდგენილ კანონს, ან კანონებს, რომლებიც კრემლის გავლენით სხვა ქვეყნებში არის მიღებული, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, შეერთებულ შტატებში გვაქვს", - აღნიშნა მილერმა.

ამასთან, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის და ქვეყანას სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს.