ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთში 58-ე არმიის ყოფილი სარდალი დააკავეს

რუსმა სამართალდამცავებმა განსაკუთრებულად დიდი მასშტაბების თაღლითობის ბრალდებით, 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი, ივან პოპოვი დააკავეს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, კარიერის რომელ ეტაპზე ჩადენილ სისხლის სამართლის ქმედებას ედავებიან მას. ცნობილია, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პოპოვი იმავე არმიას ედგა სათავეში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში იბრძოდა საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

საქმე აღმკვეთი ღონისძიების გადასაწყვეტად გადაგზავნილია სამხედრო სასამართლოში. სხვა დეტალები მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია.