ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსი დეპუტატები და სენატორები უშიშროებასა და საგარეო დაზვერვას უცხოურ ვიზიტებზე ანგარიშს ჩააბარებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 მაისს ხელი მოაწერა „გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთა რუსეთიდან გასვლის შესახებ“ ახალ რეგულაციებს. შეზღუდვები დაუწესდათ ფედერაციის საბჭოს, სახელმწიფო დუმის და რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, თანამდებობის პირებს, რომელთა სახელმწიფო საიდუმლოზე აქვთ დაშვება.

კანონი ამ შეზღუდვების შესახებ 2023 წელს დამტკიცდა. პუტინმა კი მხოლოდ ახლა დაამტკიცა წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ფედერალური უშიშროებისა და საგარეო დაზვერვის სამსახურების ინფორმირება.

ახალი წესების თანახმად, თანამდებობის პირებს უცხოეთში ვიზიტამდე 30 დღით ადრე მოუწევთ სახელმწიფო ორგანოების გაფრთხილება, სასწრაფო წესით გამგზავრების შემთხვევაში კი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გადააგზავნონ.

წესების დარღვევის შემთხვევაში, ქმედება შეფასდება, როგორც საიდუმლო ინფორმაციებთან მუშაობის რეჟიმის დარღვევა და ქმედების ჩამდენს შეეზღუდება მასთან წვდომა.