რუსეთმა სამხრეთ ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, სწავლება დაიწყო. ამის შესახებ Poilitico რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამხრეთის ოლქის სარაკეტო შენაერთების პირადი შემადგენლობა, სწავლების ფარგლებში, ისეთ მანევრებს ახორციელებს, როგორიცაა „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის სპეციალური საბრძოლო მასალების მოპოვება, აღჭურვა და გამშვებ პუნქტებზე მათი ფარულად გადატანა.
თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწავლება რუსეთის მიმართ, დასავლეთის ზოგიერთი ოფიციალური პირების მხრიდან პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების საპასუხოდ იმართება.