რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. მოკლულია ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევის დროს, ქალებს თან ახლდათ მცირეწლოვანი ბავშვიც.
მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.