ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეუფე იაკობი: ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივმართავ, ფრთხილად იყვნენ - არ გამოდგეს, რომ რუსის საქმე აკეთონ

თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო, ეს იყო ჩვენი ერი. რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეტი, რომ აქეთ ვიღაც უსინდისო ადამიანებმა, შიგნით თუ გარეთ, რუსი არ გიძახონ?!- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ახალგაზრდებსაც მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„იმის შემდეგ, რაც გამოვეყავით, შეხედეთ, ჯერ რუსებმა მოგვიწყვეს თბილისის ომი, შემდეგ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონში ომები. შემდეგ მაგასაც არ დასჯერდნენ და 2008 წლის ომი მოხდა. რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეტი, რომ აქეთ ვიღაც უსინდისო ადამიანებმა, შიგნით თუ გარეთ, რუსი არ გიძახონ?! უცხოელს მით უმეტეს არ აქვს უფლება, ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს. მას შეუძლია რაღაცით დაგველაპარაკოს. ვთხოვდი უცხოეთს, აბსოლუტურად სწორად მოგვექცნენ - საბოლოო ჯამში, ვის საქმეს ვაკეთებთ?

ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივმართავ, ფრთხილად იყვნენ. ვიცი, რომ კარგი უნდათ - აბა, ცუდი ვის უნდა?! არ გამოდგეს, რომ რუსის საქმე აკეთონ, რადგან დღეს თუ დაფინანსებულები არიან და უცხოეთიდან ფინანსდებიან - აქციაა თუ რაც არის, ძალიან ადვილად შეიძლება მერე იმ აქციებში უცხოეთმა, სხვა ქვეყნებმა ისე, რომ ფული არ ჩადონ, თავიანთი ხალხით ყველას საწინააღმდეგო აკეთონ. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს.

როდესაც ახალგაზრდა ხარ და რაღაცაზე ფიცს დებ, იმდენი ჭკუა უნდა გქონდეს, რომ ისტორია წაიკითხო და იმათი მომავალი არ იყო - ილიას სიტყვებს შეცვლა რად უნდა?! „მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს სამება გვაქვს, ისევე როგორც ღმერთი სამშობლო, ადამიანი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.