ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთის გვერდში დგას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ უკრაინასთან ომში ჩინეთი რუსეთს სერიოზულ მხარდაჭერას უწევს, მათ შორის ლეტალური იარაღით.

ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ „ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურების ინფორმაციებით, მსხვილკალიბრიანი ჩინური შეიარაღება უკვე შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე და მათი გადაცემა რუსული საოკუპაციო ძალებისთვის კიდევ მოხდება“. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

საჯარო პრესკონფერენციაზე გრანტ შაპსმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ „ჩინეთმა და რუსეთმა უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს“.

ომის მიმდინარეობისას ჩინურ-რუსულ თანამშრომლობაზე დასავლურ პრესაში ინფორმაცია უკვე რამდენჯერმე გავრცელდა. აპრილში ცნობილი გახდა, რომ ამერიკა პეკინს ბრალს სდებდა რუსეთისთვის ფრთოსანი რაკეტების ძრავებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო დანადგარების გადაცემაში.