დიპლომატიის და დიალოგის საერთაშორისო საბჭოს ერთ-ერთი დირექტორი, ერიკ გოზლანი ე.წ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების და მოსალოდნელი სანქციების შესახებ TV-24 -თან საუბრობს.
ფრანგი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები დაუსჯელი არ დარჩება.
„სიტუაცია კრიტიკულია, თქვენი ქვეყნისთვის (საქართველოსთვის) და ევროპისთვის. ჩვენ ვხედავთ პრემიერ-მინისტრის ახალ კანონს. პუტინს სურს ხელი დაადოს თქვენს ქვეყანას, თუკი ის ამას შეძლებს, შემდეგი ევროპა იქნება. თქვენი პრეზიდენტი, ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მომწონს, როდესაც ის ამბობს, რომ მისი ვეტო არის ხალხის ვეტო. მას ესმის, რომ ეს კანონი საკმაოდ სახიფათოა, რომ ის რუსული კანონის ასლია. არ მომწონს სანქციები, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ კანონის წინააღმდეგია. ისინი არ უნდა დაზარალდნენ. სანქციები უნდა იყოს მიმართული პრემიერ-მინისტრის, მისი მეგობრების წინააღმდეგ. მაგალითად, მათ უნდა შეეხოთ აკრძალვები ევროპულ ქვეყნებში. მათ ვერ უნდა იმოგზაურონ მსოფლიოს გარშემო. თუკი აქვთ ფული ევროპის ან აშშ-ის ბანკებში, მათი ანგარიშები უნდა დაიხუროს და ეს თანხები ხალხს გადაეცეს. სანქციები უნდა დაწესდეს ლიდერების და არა ქვეყნის წინააღმდეგ. მე ვხედავ აქციებს თქვენს ქვეყანაში, უდიდესს, ისეთს, როგორიც არასდროს მინახავს. ახლა ჯერი სამოქალაქო საზოგადოებაზეა, რომელმაც მნიშვნელოვანი საქმე უნდა გააკეთოს. უნდა დაიგეგმოს ღონისძიება ევროპარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. მსგავსი აქტივობა აუცილებელია ჟენევის გაეროს ოფისში, აუცილებელია იმის დემონსტრირებისთვის, რომ ევროპელი ხალხი, არ ეთანხმება თქვენს (საქართველოს) პრემიერ-მინისტრს“, - ამბობს გოზლანი.