ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონპროექტს 13 მაისს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 10 მაისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრულ ცხრა პუნქტთან დაკავშირებული საკითხები, 13 მაისს კი გამჭვირვალობის კანონპროექტი. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან.

ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“ – წერს ოხანაშვილი.

მანამდე პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, პარასკევს, 10 მაისს მიიღოს.