ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე, ახალი ევროპული ტიპის H 145 გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე H 145 ვერტმფრენი შეემატა. უწყების ცნობით, მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა.

ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

„ახალი, ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის​ სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“, - აცახდებენ უწყებაში.