პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული ფორმით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და გზას.
მან ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოუწოდა, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
„არსებული ფორმით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და გზას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს საქართველოში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას საქართველოში“, - წერს შარლ მიშელი.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დღეს დაადო.
🇬🇪President Salome @Zourabichvili_S’s veto of the transparency law offers a moment for further reflection. In its current form - the law is not in line with EU values and path.
— Charles Michel (@CharlesMichel) May 18, 2024
I call on all politicians and leaders in Georgia to make good use of this window of opportunity and…