ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაიბა ბრაჟე: ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონი აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის.

ბაიბა ბრაჟემ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს კანონის გაწვევისკენ და მიდგომების გადახედვისკენ მოუწოდა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დღეს დაადო.